გია ცაგარეიშვილი - ერთი წლის წინ ევროპულმა სასამართლომ მოუწოდა სააკაშვილს, შეწყვიტოს შიმშილობა, რაზეც მყისიერი რეაგირება ჰქონდა, ახლაც არ არის გამორიცხული იგივე მოწოდება
გია ცაგარეიშვილი - ერთი წლის წინ ევროპულმა სასამართლომ მოუწოდა სააკაშვილს, შეწყვიტოს შიმშილობა, რაზეც მყისიერი რეაგირება ჰქონდა, ახლაც არ არის გამორიცხული იგივე მოწოდება

დაახლოებით ერთი წლის წინ ევროპულმა სასამართლომ მოუწოდა სააკაშვილს, რომ დაემორჩილოს ციხის შინაგანაწესს, შეწყვიტოს შიმშილობა და ამაზე მყისიერი რეაგირება ჰქონდა სააკაშვილს, განაცხადა, რომ წყვეტს შიმშილობას, ახლაც ვერ გავაკეთებთ შორს მიმავალ დასკვნებს, თუ გავითვალისწინებთ პირველ ჯერზე რა მოხდა, არ არის გამორიცხული, იგივე მოწოდება გაახმოვანოს სააკაშვილის სახელზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ექიმები იბრძვნიან, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას.

„ერთადერთი, რასაც ახლა ვხედავთ თავგამოდებული ბრძოლაა, რომ მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას. ვხედავთ თავგამოდებულ, თავგადაკლულ ბრძოლას იუსტიციის სამინისტროსა და „ვივამედის“ ექიმების. ყველას ყოველი მისი მომატებული კილოგრამი გვიხარია. ადამიანი როცა თვითგვემით და თვითდაზიანებით არის დაკავებული, ახლა ფიქრობს, რომ სწორედ ეს თვითგვემა გაათავისუფლებს ციხისგან და სასჯელისგან. სასამართლომ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და ახლა ეს საქმე არის გადაგზავნილი სტრასბურგში. სახელმწიფოს ვალია, ნებისმიერი პატიმრის სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყოს ციხეში დაცული. სააკაშვილის გარდა, სხვათა შორის, ცხრა ათასამდე ადამიანი იხდის ქართულ ციხეებში სასჯელს და როგორც მას თან ჰყვება ფაქტობრივად სისტემა, ისე თან უნდა გადაჰყვეს დანარჩენ პატიმრებს“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.