გია ბარამიძე - გავრილოვების ჯგუფი ებღაუჭება ხელისუფლებას და არ ემორჩილება ქართველი ხალხის ნებას, ამიტომ გვაქვს პოლიტიკური კრიზისი, ველით, რომ რეჟიმი გონს მოეგება
გია ბარამიძე - გავრილოვების ჯგუფი ებღაუჭება ხელისუფლებას და არ ემორჩილება ქართველი ხალხის ნებას, ამიტომ გვაქვს პოლიტიკური კრიზისი, ველით, რომ რეჟიმი გონს მოეგება

ხელისუფლება თუ შეისმენს როგორც ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილის, ვისაც წარმოადგენს მთელი ოპოზიციური სპექტრი, ასევე ჩვენი მეგობრების მოსაზრებას, მაშინ ყველაფერი ნორმალურად იქნება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია ბარამიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს და ამ მიმართულებით დიალოგისთვის მზად არიან.

„ჩვენი მეგობრების მიერ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რასაც ოპოზიცია ვამბობდით, ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოში არის პოლიტიკური კრიზისი და ორივე მხარემ უნდა შეიკავოს თავი ძალადობისაგან, მოვლენების ესკალაციისაგან, ძალადობრივი ქმედებებისაგან. ჩვენ ჩვენს ოფისში ვართ და ვერავის დავესხმებით თავს, ცხადია, ეს ყველაფერი მიმართულია ხელისუფლებისკენ.

ამიტომ, თუ შეისმენენ როგორც ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილის, ვისაც წარმოადგენს მთელი ოპოზიციური სპექტრი, ასევე თუ გაითვალისწინებენ ჩვენი მეგობრების მოსაზრებას, მაშინ ყველაფერი იქნება ნორმალურად, მშვიდობიანად, ცივილიზებულად. თუ დაინიშნება საპარლამენტო არჩევნები, ქართველი ხალხი გადაწყვეტს, ვინ იყოს ხელისუფლებაში და ვინ გადავიდეს ოპოზიციაში.

ეს ერთხელ უკვე განსაზღვრა ქართველმა ხალხმა, წინა საპარლამენტო არჩევნებზე. იმიტომ გვაქვს პოლიტიკური კრიზისი, რომ გავრილოვების ჯგუფი ეპოტინება, ებღაუჭება ხელისუფლებას, არ ემორჩილება ქართველი ხალხის ნებას. ეს არის საფუძველი ამ პოლიტიკური კრიზისისა.

ამიტომ, ჩვენ ველით, რომ ეს რეჟიმი გონს მოეგება. თუ ამ მიმართულებით ისინი მზად იქნებიან დიალოგის განსახორციელებლად, ბუნებრივია, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ამ კუთხით დიალოგისათვის. ოთხი პუნქტი, რომელიც ქვს ოპოზიციას, გამომდინარეობს იმ საჭიროებიდან, რომ ჩატარდეს მეტ-ნაკლებად მაინც ნორმალურ პირობებში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. აქედან გამომდინარე, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების და მათი საელჩოების მედიაციით, ფასილიტაციით, ბუნებრივია, ამ საკიხებზე ნებისმიერი დიალოგისთვის მზად ვართ“, – აღნიშნა გია ბარამიძემ.

საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში, რომელიც საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გავრცელდა, ნათქვამია, რომ „მოქალაქეებმა, არჩეულმა მოხელეებმა და პარტიის ლიდერებმა ნებისმიერ მხარეს, უნდა გადადგან ნაბიჯები პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად“.