გია აბაშიძე - ნიკა გვარამია და ძებნილი ექსპრეზიდენტი სტრატეგიულად, მიზანმიმართულად გეგმავენ დესტაბილიზაციას, რევოლუციასა და პროვოკაციებს
ნიკა გვარამია და ძებნილი ექსპრეზიდენტი სტრატეგიულად, მიზანმიმართულად გეგმავენ დესტაბილიზაციას, რევოლუციასა და პროვოკაციებს, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ფეისბუქზე“ წერს.
„ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე მატარებლით ჩამოვედი. ცხადია, გზაში ინტერნეტში ბევრ ამბავს გავეცანი. აშკარაა, რომ „ნაცმოძის“ მთავარი პროკურორი, დღეს კი ამ რევანშისტების გენერალური „ფეიკნიუსერი“ ნიკა გვარამია „ერორის“ პროვოკაციების მთავარი რეჟისორია.
გვარამია და ძებნილი ექსპრეზიდენტი სტრატეგიულად, მიზანმიმართულად გეგმავენ დესტაბილიზაციას, რევოლუციასა და პროვოკაციებს. საქმეში ჩართულია ბოკერიაც, რომელიც აქამდე ბევრს კონსტრუქციული ოპოზიცია გვეგონა – გადაფხიკავ და მაინც მიშაა რა. ყველამ ვნახეთ „შულავერის კომიტეტი-2-ის“ „საიდუმლო სერობა“ 20 ივნისის ღამეს პარლამენტთან. გაბუნია კი ერთი რიგითი რუპორია. ამ დესტაბილიზაციის, ქვეყნის აყირავების მცდელობის მთავარი ორგანიზატორი კი გვარამიაა. არაფერი გამოუვათ ვა-ბანკზე წასულ პარაზიტებს!“, – წერს გია აბაშიძე.