ღვინის ეროვნული სააგენტო - კახეთში გადამუშავებული ყურძნის მოცულობა 100 ათას ტონას აჭარბებს
ღვინის ეროვნული სააგენტო - კახეთში გადამუშავებული ყურძნის მოცულობა 100 ათას ტონას აჭარბებს

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 21 სექტემბრის 10.00 საათის მონაცემებით, კახეთში 101 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული.

უწყების ცნობით, გადამუშავებული ყურძნიდან 65 ათასი ტონა რქაწითელი, 28 ათასი ტონა  – საფერავი, 3 ათასი ტონა – კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი. ღვინის მარნებს ყურძენი 11 ათასმა მევენახემ ჩააბარა.

სააგენტოში აცხადებენ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში კახეთში ყურძნის ყოველდღიური გადამუშავების მოცულობა 10-11 ათას ტონას აღწევს.