ღვინის ეროვნული სააგენტო – კახეთში გადამუშავებული ყურძნის მოცულობა 100 ათას ტონას აჭარბებს

14:28, 21.09.2019

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 21 სექტემბრის 10.00 საათის მონაცემებით, კახეთში 101 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული.

უწყების ცნობით, გადამუშავებული ყურძნიდან 65 ათასი ტონა რქაწითელი, 28 ათასი ტონა  – საფერავი, 3 ათასი ტონა – კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი. ღვინის მარნებს ყურძენი 11 ათასმა მევენახემ ჩააბარა.

სააგენტოში აცხადებენ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში კახეთში ყურძნის ყოველდღიური გადამუშავების მოცულობა 10-11 ათას ტონას აღწევს.

მსგავსი