„ღირსეული პარტნიორი 2020“-ში მონაწილე ამერიკელი სამხედროები საქართველოში ჩამოვიდნენ
„ღირსეული პარტნიორი 2020“-ში მონაწილე ამერიკელი სამხედროები საქართველოში ჩამოვიდნენ

მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“ აქტიური მზადების პროცესშია. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად აშშ-ის მე-2 საკავალერიო პოლკის სამხედროები სამხედრო პოლიციის მე-18 ბრიგადის პირად შემადგენლობასთან ერთად საქართველოში უკვე ჩამოვიდნენ.

უწყების ცნობით, წელს წვრთნებში ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ნატო-ს წევრი ოთხი ქვეყნის – აშშ, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და პოლონეთი სამხედროები მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც სწავლების ოფიციალურ გახსნამდე საქართველოში ეტაპობრივად ჩამოვლენ.

სწავლება ოფიციალურად 7 სექტემბერს დაიწყება და მასში 2700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.

„ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში უკვე მეხუთედ ტარდება და მისი მიზანია საქართველოს, აშშ-ისა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და თავსებადობის გაუმჯობესება, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა წარმოადგენს. სწორედ ამიტომ სწავლების მთავარი გზავნილია – „ძალა პარტნიორობაშია“.

მრავალეროვნული წვრთნა კომპლექსურია და მისი სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით, ასევე, სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას სტაბილურობის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში.