საქართველოში დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
ამასთან, როგორც საკოორდინაციო საბჭოში განმარტეს, დახურულ სივრცეში პირბადის ტარება კვლავაც სავალდებულო იქნება.
„28 მარტიდან უქმდება პირბადის ტარების ვალდებულება ღია სივრცეში და მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს შეინარჩუნებს. საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება ამ ეტაპზე შენარჩუნდება“, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ.