ღაზის სექტორთან მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ისრაელელი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე პალესტინის დროშა შენიშნეს, ხოლო როდესაც ადგილზე ჯარისკაცები მივიდნენ, აფეთქება მოხდა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ ორგანიზაციას არ აუღია. საპასუხოდ ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში მდებარე მოძრაობა “ჰამასის” ობიექტებზე იერიში მიიტანა. მათ შორის იყო “ჰამასის” საწვრთნელი ბანაკები.
ღაზის სექტორთან მომხდარ ინციდენტს მიუნხენის კონფერენციაზე გამოეხმაურა ისრაელის პრემიერ–მინისტრი. მისი თქმით, ისრაელი ისრაელელ ჯარისკაცებზე თავდასხმას უპასუხოდ არ დატოვებს.