ღაზის სექტორში, ქალაქ დეირ ელ-ბალაჰში საცხოვრებელი სახლის დაბომბვას, სულ მცირე, სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი ემსხვერპლა
ღაზის სექტორში, ქალაქ დეირ ელ-ბალაჰში საცხოვრებელი სახლის დაბომბვას, სულ მცირე, სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი ემსხვერპლა.
ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ასევე მიმდინარეობს განახლებული საარტილერიო დაბომბვა ნუსეირათის ლტოლვილთა ბანაკის ჩრდილო-დასავლეთით.
გასული დღის განმავლობაში ისრაელის სამხედრო ოპერაციას არაბულ ანკლავში, სულ მცირე, 80 ადამიანი ემსხვერპლა, 216 კი დაშავდა. ისრაელის სამხედრო შვეულმფრენებმა დაბომბეს ქალაქ რაფაჰის დასავლეთ რაიონები. ისრაელის საავიაციო და საარტილერიო დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა ქალაქ ღაზაშიც. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნუსეირათის ლტოლვილთა ბანაკში, გაერო-ს სკოლის ტერიტორიის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, 17 ადამიანი დაიღუპა, 80-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.