ღაზის სექტორში ისრაელის თავდასხმებს ბოლო ერთ დღეში 45 ადამიანი ემსხვერპლა
ღაზის სექტორში ისრაელის თავდასხმებს ბოლო ერთ დღეში 45 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ „ალ ჯაზირა“ წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, სულ მცირე, 14 ადამიანი დაიღუპა ისრაელის ორი საჰაერო თავდასხმის შედეგად ქალაქ ხან იუნისის აღმოსავლეთით, ბანი სუჰეილას უბანში და ღაზის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ნუსეირათის ლტოლვილთა ბანაკში. ისრაელის ავიაიერიშებს მსხვერპლი მოჰყვა ღაზის ჩრდილოეთით, ჯაბალიაში. სულ მცირე, 21 ადამიანი დაიღუპა ჩრდილოეთ ლიბანში, ძირითადად ქრისტიანებით დასახლებულ სოფელ აიტუზე საჰაერო თავდასხმის შედეგად.
გაერო-ს ბავშვთა ფონდის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ღაზაში ბავშვების წინააღმდეგ სამარცხვინო ძალადობა უნდა შეწყდეს.
გასული წლის ოქტომბრის შემდეგ ისრაელის სამხედრო ოპერაციას ღაზაში 42 344 ადამიანი ემსხვერპლა, 99 013 კი დაშავდა.