ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას ბოლო ერთ დღეში 40 ადამიანი ემსხვერპლა, 218 კი დაშავდა
ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას ბოლო ერთ დღეში 40 ადამიანი ემსხვერპლა, 218 კი დაშავდა

გასული დღის განმავლობაში ისრაელის სამხედრო ოპერაციას ღაზის სექტორში 40 ადამიანი ემსხვერპლა, 218 კი დაშავდა. არაბული მედიის ინფორმაციით, ისრაელის არმიამ საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა ქალაქ ღაზას და ქალაქ რაფაჰს. ისრაელის სამხედრო ავიაციამ ასევე დაბომბა ქალაქი დეირ ელ-ბალა.

ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ არაბულ ანკლავში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 37 124-ს მიაღწია, 84 712 კი დაშავდა.

ღაზის ოპერაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ისრაელის თავდაცვის ძალები, რომლის თანახმად, ისრაელის სამხედროებმა ცენტრალურ ღაზაში მოკლეს „ჰამასის“ მებრძოლები და გაანადგურეს სამხედრო ინფრასტრუქტურა.