ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ტვირთის შესატანად ისრაელი აშდოდის პორტს და რამდენიმე სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს გახსნის
ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ტვირთის შესატანად ისრაელი აშდოდის პორტს და რამდენიმე სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს გახსნის

ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ტვირთის შესატანად ისრაელი აშდოდის პორტს და რამდენიმე სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს გახსნის.

ისრაელის მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის და ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს სატელეფონო საუბრის შემდეგ მიიღო.

ისრაელის ხელისუფლების გადაწყვეტილებას მიესალმა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

თეთრის სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერის, ადრიენ ვოტსონის განცხადებით, პორტის და სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გახსნა, ასევე იორდანიიდან ღაზაში დახმარების მიწოდება, სრულად და სწრაფად უნდა განხორციელდეს.