ღაზის სექტორში დაღუპული ისრაელელი ჯარისკაცების რაოდენობა 23-მდე გაიზარდა
ღაზის სექტორში დაღუპული ისრაელელი ჯარისკაცების რაოდენობა 23-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ისინი ღაზაში სამხედრო შეტევაში იღებდნენ მონაწილეობას.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ომის დაწყებიდან 338 ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია.