ღაზის სექტორში აცხადებენ, რომ ხან იუნისზე თავდასხმის შედეგად 70-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
„ჰამასის“ მიერ კონტროლირებად ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ისრაელის მიერ ხან იუნისზე თავდასხმის შედეგად 71 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 300-ზე მეტი პირი.
თავდასხმა ქალაქ ხან იუნისზე მოხდა, სადაც დევნილთა კარვებია გაშლილი.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს, რომ მათი სამიზნე იყვნენ „ჰამასის“ სამხედრო ფრთის მეთაური მოჰამედ დეიფი და ხან იუნისის ბრიგადის მეთაური რაფა სალამე.
ჯერჯერობით უცნობია, არიან თუ არა დაღუპულთა შორის დეიფი და სალამე.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, დარტყმის დროს ტერიტორიაზე ისრაელელი მძევლები არ იმყოფებოდნენ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში განაცხადეს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ ოპერაციის შეასახებ იყო ინფორმირებული.