ღაზის სექტორის ქალაქ ხან იუნისში ისრაელის სამხედრო ოპერაციას, სულ მცირე, 81 ადამიანი ემსხვერპლა
ისრაელის სამხედრო ოპერაციას ღაზის სექტორის ქალაქ ხან იუნისში, სულ მცირე, 81 ადამიანი ემსხვერპლა.
ადგილობრივი საინფორმაციო წყაროების ცნობით, დაშვებულია 250-ზე მეტი ადამიანი.
გავრცელებული ცნობით, ისრაელის არმიამ ქალაქი ავიაციით და არტილერიით დაბომბა. მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა ტერიტორიიდან, რომელიც ჰუმანიტარულ ზონად იყო განსაზღვრული, მასშტაბური ევაკუაციის ბრძანება გასცეს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხან იუნისის აღმოსავლეთით ისრაელის სამხედრო მანქანები და ბულდოზერებია განლაგებული. ისრაელის არმიის მასობრივი ევაკუაციის ბრძანება მოიცავს დაახლოებით 8,7 კვ-კმ ტერიტორიას და ამცირებს ე.წ. ალ-მავასის ჰუმანიტარულ ზონას თავდაპირველი ზომის 15 პროცენტით.