ღაზის ჯანდაცვის სამსახურის მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში ისრაელის სამხედრო ოპერაციას 112 ადამიანი ემსხვერპლა, 157 კი დაშავდა
ღაზის ჯანდაცვის სამსახურის მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში ისრაელის სამხედრო ოპერაციას 112 ადამიანი ემსხვერპლა, 157 კი დაშავდა

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას გასული დღის განმავლობაში 112 ადამიანი ემსხვერპლა, 157 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ღაზის ჯანდაცვის სამსახური ავრცელებს.

7 ოქტომბერს „ჰამასის“ წევრების ისრაელზე თავდასხმის და ისრაელის მიერ არაბულ ანკლავში სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ ღაზის სექტორში მსხვერპლის რიცხვმა 28 775-ს მიაღწია, 68 552 ადამიანი კი დაშავდა.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ სამხედრო ოპერაციის ფარგლებში „ჰამასის“ 11 000-მდე წევრი მოკლეს. ისრაელის სამხედროები ძებნის ოპერაციას აგრძელებენ ქალაქ ხან იუნისის ნასერის ჰოსპიტალში. ისრაელის არმიის ინფორმაციით, ამ დრომდე დააკავეს 20-ზე მეტი ტერორისტი, რომლებიც 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ.