ღაზის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით, ღაზის სექტორში ისრაელის ავიადარტყმებს, სულ მცირე, 27 ადამიანი ემსხვერპლა
ღაზის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით, ღაზის სექტორში ისრაელის ავიადარტყმებს, სულ მცირე, 27 ადამიანი ემსხვერპლა

ღაზის სექტორში ისრაელის შეიარაღებული ძალების ავიადარტყმებს, სულ მცირე, 27 ადამიანი ემსხვერპლა.

ადგილობრივი ჯანდაცვის სამსახურის ცნობით, ორი ქალი და ორი ბავშვი ნუსეირათის ბანაკთან დაიღუპა, რვა ადამიანი – ქალაქ ღაზაში, დანარჩენები კი – ანკლავის სხვადასხვა ლოკაციაზე განხორციელებული დარტყმებისას.

ამასთან, სახმელეთო ძალებს „ჰამასის“ მებრძოლებთან შეტაკებები აქვთ ზეითუნის დასახლებასთან, სადაც, ადგილობრივების თქმით, უკვე ერთი კვირაა, ქუჩაში ტანკები გადაადგილდებიან, ისევე როგორც ხან იუნისსა და რაფაჰში. ამ უკანასკნელში ისრაელის ძალებმა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი ააფეთქეს.