ღაზაში შეტაკებების შედეგად დაღუპული აქტივისტების რაოდენობა გაიზარდა
ღაზას სექტორში საპროტესტო აქციების მონაწილეებსა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის შეტაკებები გრძელდება. ამ ოთხი კვირის განმავლობაში ფიზიკური დაპირისპირების შედეგად 42 პალესტინელი დაიღუპა, 400-მდე დაშავდა.
ღაზას სექტორსა და ისრაელის საზღვარზე მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაღუპული 15 წლის პალესტინელი აზამ ავეიდა დღეს დაკრძალეს.
პალესტინური მხარე ისრაელის შეიარაღებულ ძალებს გამიზნულ ხოცვაში ადანაშაულებს. ისრაელში აცხადებენ, რომ ცეცხლი მხოლოდ იმ აქტივისტებს გაუხსნეს, რომლებიც ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ აღჭურვილები.
ე.წ. „დაბრუნების მარში“, რომელიც პალესტინელებმა მარტის ბოლოს დაიწყეს, მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება