ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით ისრაელში მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა
ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით ისრაელში მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. მძევლების ოჯახის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა დემონსტრაცია ისრაელში, 30-ზე მეტ ლოკაციაზე გამართეს.
დემონსტრანტები ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდებდნენ მძევლების გათავისუფლების შეთანხმების მიღწევას იქამდე, ვიდრე ის მომავალ კვირას აშშ-ში გაემგზავრება.
შეგახსენებთ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ 24 ივლისს აშშ-ის კონგრესს სიტყვით მიმართავს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ვაშინგტონში ვიზიტის დროს ნეთანიაჰუ აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდება.