ღაზაში აცხადებენ, რომ ისრაელის თავდასხმის შედეგად 90 ადამიანი დაიღუპა
ღაზაში აცხადებენ, რომ ისრაელის თავდასხმის შედეგად 90 ადამიანი დაიღუპა

ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ღაზაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 90 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ღაზის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, პალესტინელები სკოლის შენობაში მოწყობილ თავშესაფარში იმყოფებოდნენ, იერიშის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ამ სკოლაში „ჰამასის“ სამეთაურო პუნქტი იყო.

ღაზის თავდაცვის სააგენტოს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ თავდასხმა ლოცვის დროს მოხდა.