„ალ-ჯაზირა“ - ღაზას სექტორში ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა, მსხვერპლთა შორის 31 ბავშვია
ღაზას სექტორში ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 113-მდე გაიზარდა. მსხვერპლთა შორის 31 ბავშვია. შესაბამის ინფორმაციას „ალ-ჯაზირა“ ავრცელებს. დაშავებულთა რაოდენობა 600-ს აღწევს.
ამასთან, ისრაელის ტერიტორიაზე ღაზის სექტორიდან განხორციელებულ „ჰამასის“ სარაკეტო დარტყმებს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, მათგან ორი ბავშვია, ერთი კი ინდოეთის მოქალაქეა.
ისრაელსა და პალესტინურ რადიკალურ დაჯგუფება „ჰამასს“ შორის ორმხრივი იერიშები 9 მაისიდან არ წყდება. ისრაელის თავდაცვის სამინისტრო ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყებას არ გამორიცხავს. მანამდე, საზღვართან განთავსებულმა თავდაცვის ძალებმა ანკლავის მიმართულებით საარტილერიო ცეცხლი გახსნეს.