ღაზას სექტორში ისრაელის ავიაიერიშების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 83-მდე გაიზარდა
ღაზას სექტორში ისრაელის ავიაიერიშების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 83-მდე გაიზარდა

ღაზას სექტორში ისრაელის ავიაიერიშების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 83-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, დაღუპულთა შორის 17 ბავშვია. სამხედრო კონფლიქტის შედეგად ღაზას სექტორში 487 ადამიანია დაშავებული.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ლიკვიდირებულია ათობით ტერორისტი და პალესტინელებს შორის მსხვერპლი ასევე გამოიწვია ღაზას სექტორიდან არასწორად ნასროლმა რაკეტებმა, რომლებმაც ისრაელის ტერიტორიას ვერ მიაღწიეს და გაშვებიდან მალევე ადგილზევე ჩამოვარდნენ.