ღაზას სექტორში აცხადებენ, რომ ისრაელის სარაკეტო იერიშების შედეგად, მსხვერპლთა რიცხვი 65-მდე გაიზარდა, 365 ადამიანი დაშავდა
ისრაელის სარაკეტო იერიშების შედეგად, მსხვერპლთა რიცხვი 65-მდე გაიზარდა, 365 კი დაშავდა, – ამის შესახებ ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.
მათივე მტკიცებით, დაღუპულთა შორის არის 16 არასრულწლოვანი და ხუთი ქალი.
შეგახსენებთ, რომ ისრაელის არმიასა და ღაზას სექტორში მოქმედი რადიკალურ დაჯგუფებებს შორის ოხმხრივი სარაკეტო დარტყმები 9 მაისიდან დაიწყო.
მოძრობა „ჰამასის“ სამხედრო ფრთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა გაუშვეს, მათ შორის თელავივის, ბაერ-შევას, აშქელონის, აშდოთის და სხვა ქალაქების მიმართულებით. ისრაელის აცხადებენ, რომ შედეგად დაიღუპა ექვსი მოქალაქე.