ღაზას სექტორიდან ისრაელის ტერიტორიის დაბომბვას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 19 კი დაშავდა
ღაზას სექტორიდან ისრაელის ტერიტორიის დაბომბვას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 19 კი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის მიმართულებით რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ სამხედრო ფრთამ 150-ზე მეტი რაკეტა გაუშვა.
დაღუპულია ტაილანდის მოქალაქე, რომელიც ისრაელში მუშაობდა. „ჰამასის“ მთავარი სამიზნე ისრაელის ქალაქი სდეროთი გახდა.
ღაზას სექტორიდან რაკეტების გაშვებას მასობრივი დაბომბვით უპასუხა ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა.
ისრაელის სამხედრო ავიაციამ საჰაერო იერიში „ჰამასის“ 20 ობიექტზე, მათ შორის საწვრთნელ ცენტრებზე, იარაღის საწყობებზე და მეთაურების შეკრების ადგილებზე მიიტანა.
ისრაელის ავიადარტყმებს მსხვერპლი მოჰყვა მშვიდობიან მოსახლეობაში. საჰაერო იერიშის შედეგად ფეხმძიმე ქალი და მისი მცირეწლოვანი შვილი დაიღუპა. „ჰამასის“ წევრები აცხადებენ, რომ სარაკეტო იერიში იყო პასუხი ისრაელის აგრესიაზე.