გერმანულმა ავიაკომპანია „ლუფთანზამ“ საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა
გერმანულმა ავიაკომპანია „ლუფთანზამ“ საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა.
მიუნხენიდან თბილისში 188 მგზავრი ჩამოფრინდა, ხოლო თბილისიდან მიუნხენის მიმართულებით 156 მგზავრი გაფრინდა.
აეროპორტში მოსულ მგზავრებს, ავიაკომპანიის ბრენდირებული პირბადეები დაურიგდათ.
ავიაკომპანია რეისებს Airbus A319 ტიპის საჰაერო ხომალდით, კვირაში ორჯერ სიხშირით, შემდეგი განრიგით განახორციელებს:
მიუნხენი-თბილისის მიმართულებით ყოველ ხუთშაბათსა და კვირას;
თბილისი-მიუნხენის მიმართულებით ყოველ ორშაბათსა და პარასკევს.