გერმანული კონცერნი „რაინმეტალი“ აცხადებს, რომ გერმანიის მთავრობის ნებართვის შემთხვევაში, შეუძლია, უკრაინას Leopard 1-ისა და Leopard 2-ის ტიპის 139 ტანკი გადასცეს
გერმანული სამხედრო-სამრეწველო კონცერნი „რაინმეტალი“ აცხადებს, რომ გერმანიის მთავრობის მიერ ნებართვის გაცემის შემთხვევაში, შეუძლია, უკრაინას Leopard 1-ისა და Leopard 2-ის ტიპის 139 ტანკი გადასცეს, რომელთაგან დაახლოებით 50 თანამედროვე Leoprad 2 იქნება.
როგორც კომპანიის წარმომადგენელმა გერმანულ მედიას განუცხადა, კონცერნი მზად იქნება, უკრაინას Leopard 2A4-ის ტიპის 29 ტანკი მიმდინარე წლის აპრილ-მაისში გადასცეს.
იმავე მოდელის კიდევ 22 ტანკის შეკეთებას დაახლოებით ერთი წელი დასჭირდება და მათი უკრაინისთვის გადაცემა 2023 წლის ბოლოს ან 2024 წლის დასაწყისში იქნება შესაძლებელი.
ამას გარდა, „რაინმეტალი“ მზად არის, უკრაინას Leopard 1-ის ტიპის 88 ტანკი გადასცეს.