გერმანული ავიკომპანია „ლუფთანზა“ ჩინეთის მიმართულებით ყველა რეისს აუქმებს
გერმანული ავიკომპანია „ლუფთანზა“ ჩინეთის მიმართულებით ყველა რეისს აუქმებს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. ავიარეისების გაუქმების მიზეზი ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსია.
ავიარეისები თებერვლის ბოლომდე გაუქმდა.
ჩინეთის მიმართულებით რეისების გაუქმება დააანონსა „ბრითიშ ეარვეისმა“ , „ეარ აზიამ“, “ეარ ინდიამ„ ასევე გაერთიანებულმა ავიახაზებმა.