გერმანიის თავდაცვის მინისტრი - ყოველთვის ხაზს ვუსვამთ, რომ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები ვერ მოაგვარებს ომს უკრაინაში
ყოველთვის ხაზს ვუსვამთ, რომ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები ვერ მოაგვარებს ომს, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა უკრაინისთვის „ტაურუსის“ ტიპის რაკეტების გადაცემის საკითხზე ფინეთში ვიზიტის განაცხადა.
გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, გერმანია არასოდეს გადალახავს ერთ ხაზს, იყოს ომის მხარე და ეს არის მიზეზი იმისა, რომ „ტაურუსები“ უკრაინაში ჯერ არ გაგზავნილა.
ბორის პისტორიუსის განცხადებით, რუსეთი გრძელვადიანი საფრთხეა ევროპის ქვეყნებისთვის და უკრაინას მეტი მხარდაჭერა სჭირდება. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, სხვა საკითხებთან ერთად, ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.