გერმანიის თავდაცვის მინისტრი - უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება, როგორც კი წინაპირობები შესრულდება
გერმანიის თავდაცვის მინისტრი - უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება, როგორც კი წინაპირობები შესრულდება

უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება, როგორც კი წინაპირობები შესრულდება, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.

„მესმის უკმაყოფილება და მოუთმენლობა, განსაკუთრებით იმ ვითარებაში, რომელშიც უკრაინაა, სრული თანაგრძნობა მაქვს. მაგრამ მიუხედავად ამისა, გარანტია არსებობს: უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, როგორც კი წინაპირობები შესრულდება. ეს არის შეთანხმება, რომელიც ადრე არ არსებობდა ასეთი სიცხადით“, – აღნიშნა ბორის პისტორიუსმა.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმედგაცრუება გამოთქვა სიტუაციის გამო და თქვა, რომ ეს იქნება „აბსურდი“, თუ უკრაინას არ მიენიჭება წევრობის ვადა.