გერმანიის თავდაცვის მინისტრი რუსეთის პრეზიდენტს უკრაინის გარშემო კონფლიქტის პროვოცირებაში ადანაშაულებს
გერმანიის თავდაცვის მინისტრი რუსეთის პრეზიდენტს უკრაინის გარშემო კონფლიქტის პროვოცირებაში ადანაშაულებს.
„რუსეთი აკეთებს ყველაფერს რეაქციების პროვოცირებისთვის. მრჩება შთაბეჭდილება, რომ რუსული მხარე აკეთებს ყველაფერს რეაქციების პროვოცირებისთვის და ჩვენ უკრაინასთან ერთად არ დავუშვებთ ამ თამაშში ჩართვას. თუ ეს, როგორც რუსეთი ირწმუნება, სინამდვილეში მანევრებია, მაშინ მათ ჩასატარებლად არსებობს საერთაშორისო წესები, რომლებიც გამჭვირვალობასა და ნდობას უზრუნველყოფს. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს ესკალაციის თავიდან ასარიდებლად“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, უკრაინა ჯერჯერობით გონივრულად იქცევა. კარენბაუერის განცხადებით, ნატო უკრაინის მხარესაა.
„ამ დროს კი, რუსეთის პრეზიდენტი ელოდება უკრაინისგან რაიმე ნაბიჯს ნატო-სკენ, რათა ეს გამოიყენოს შემდგომი ქმედებების საბაბად“, – განაცხადა მინისტრმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში.