გერმანიის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ბერლინი მზადაა, უკრაინისთვის თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემაზე იმსჯელოს, თუმცა მას შემდეგ, რაც უკრაინის საჰაერო სივრცე დაცული იქნება
გერმანიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ბერლინი მზადაა, უკრაინისთვის თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემაზე იმსჯელოს, თუმცა მას შემდეგ, რაც უკრაინის საჰაერო სივრცე დაცული იქნება.
ეს განცხადება ბორის პისტორიუსმა გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში გააკეთა.
„მომდევნო ნაბიჯებზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც უკრაინის ცა სამი-ოთხი თვის განმავლობაში უსაფრთხოდ იქნება”, – განაცხადა პისტორიუსმა.