გერმანიის თავდაცვის ახალი მინისტრი უკრაინაში ჩასვლას გეგმავს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ბორის პისტორიუსმა ბუნდესვერის ოპერაციულ ცენტრში ვიზიტისას განაცხადა.
„უახლოეს მომავალში შედგება ჩემი ვიზიტი უკრაინაში“, – აღნიშნა პისტორიუსმა.
პისტორიუსს უკრაინაში ჩასვლის თარიღი არ დაუსახელებია.
უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების გადაცემის შესაძლებლობის შესახებ დასმული შეკითხვის პასუხად გერმანიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ „ჰიპოთეტურ საკითხებზე“ დისკუსიაში მონაწილეობა არ სურს.