გერმანიის თავდაცვის ახალი მინისტრი უკრაინაში ჩასვლას გეგმავს

21:43, 30.01.2023

გერმანიის თავდაცვის ახალი მინისტრი უკრაინაში ჩასვლას გეგმავს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ბორის პისტორიუსმა ბუნდესვერის ოპერაციულ ცენტრში ვიზიტისას განაცხადა.

„უახლოეს მომავალში შედგება ჩემი ვიზიტი უკრაინაში“, – აღნიშნა პისტორიუსმა.

პისტორიუსს უკრაინაში ჩასვლის თარიღი არ დაუსახელებია.

უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების გადაცემის შესაძლებლობის შესახებ დასმული შეკითხვის პასუხად გერმანიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ „ჰიპოთეტურ საკითხებზე“ დისკუსიაში მონაწილეობა არ სურს.

მსგავსი