გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პოლიციამ „ჰამასის“ მხარდამჭერების სახლებში რეიდი ჩაატარა
გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ „ჰამასის“ მხარდამჭერების სახლებში რეიდი ჩაატარა.
„ჩვენ განვაგრძობთ თანმიმდევრულ მოქმედებას რადიკალური ისლამისტების წინააღმდეგ. გერმანიაში „ჰამასისა“ და საერთაშორისო პროპალესტინური ქსელის აკრძალვით, ჩვენ გავგზავნეთ მკაფიო სიგნალი, რომ არ მოვითმენთ „ჰამასის“ ბარბაროსული ტერორის არანაირ მხარდაჭერას ისრაელის წინააღმდეგ“, – აღნიშნა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა განცხადებაში.
ჩხრეკა ოთხ ფედერალურ შტატში ჩატარდა, მათ შორის, ბერლინშიც.
შეგახსენებთ, რომ გერმანიამ, აშშ-თან, ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებთან ერთად, „ჰამასი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.