გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი - ჩვენ თუ შეგვიძლია, „ჰამასის“ მხარდამჭერების დეპორტაცია, ეს უნდა გავაკეთოთ
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი - ჩვენ თუ შეგვიძლია, „ჰამასის“ მხარდამჭერების დეპორტაცია, ეს უნდა გავაკეთოთ

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა განაცხადა, რომ „ჰამასის“ მხარდამჭერების დეპორტაცია უნდა მოხდეს იმ ქვეყნიდან, სადაც ეს შესაძლებელია.

„თუ ჩვენ შეგვიძლია, „ჰამასის“ მხარდამჭერების დეპორტაცია, ეს უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა ფეზერმა.

როგორც მედია წერს, გერმანიაში იზრდება შეშფოთება ანტისემიტიზმის გამო, განსაკუთრებით ბერლინის სინაგოგაზე თავდასხმის მცდელობის, პროპალესტინელ მომიტინგეებსა და პოლიციას შორის ბერლინსა და სხვა ქალაქებში შეტაკებების შემდეგ.

ფეზერმა მოქალაქეებს მიმართა, რომ ხელისუფლება „ჰამასის“ მხარდამჭერი ნებისმიერი პროპაგანდის შესახებ გააფრთხილონ.

„ჩვენ არ დავუშვებთ ამ საზიზღარი სიძულვილისა და საშინელი ძალადობის გავრცელებას“, – განუცხადა ფეზერმა ჟურნალისტებს.