გერმანიის საგარეო უწყება - კატალონიას სასწრაფოდ ახალი რეგიონული ლიდერი სჭირდება
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის წარმომადგენელმა რაინერ ბროილმა განაცხადა, რომ კატალონიის კრიზისს მხოლოდ ახალი ავტონომიური ლიდერის ფაქტორი გადაჭრის. მისი თქმით, ცენტრალურმა მთავრობამ ახალი შემადგენლობის რეგიონულ მთავრობასთან საერთო ენა უნდა გამონახოს.
გერმანიის სასამართლომ სახელმწიფო მცდელობისთვის წაყენებული ბრალი კარლეს პუიჩდემონის ექსტრადირებისთვის საკმარის საფუძვლად არ მიიჩნია და კატალონიის ექსპრეზიდენტი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
კარლეს პუიჩდემონს გირაოს სახით 75 000 ევროს გადახდა დაეკისრა.
შლეზვიგ-გოლშტეინის სასამართლოში განაცხადეს, რომ პუიჩდემონის წინააღმდეგ ესპანეთში კვლავ არსებობს კორუფციის მუხლით ბრალდებები, ეს კი იმას ნიშნავს, რომ გერმანიამ ექსტრადირება ამ ეტაპზე მხოლოდ დროებით შეაჩერა.
გერმანიის სასამართლო კატალონიის ყოფილი ლიდერის ექსტრადირების საკითხს კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში განიხილავდა.
პუიჩდემონი 25 მარტს ბერლინში მას შემდეგ დააკავეს, რაც მის წინააღმდეგ ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ საერთაშორისო დაკავების ორდერი გასცა.