გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ევროკავშირის საბჭოში უნგრეთის თავმჯდომარეობამ უკვე დაგვაზარალა
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ევროკავშირის საბჭოში უნგრეთის თავმჯდომარეობამ უკვე დაგვაზარალა

ევროკავშირის საბჭოში უნგრეთის თავმჯდომარეობამ უკვე დაგვაზარალა, – შესაბამისი განცხადება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთდა.

„შევხედავთ, როგორ გაგრძელდება უნგრეთის თავმჯდომარეობა. მეთორმეტე დღეა და ამან უკვე დიდი ზიანი მოგვიტანა“, –  განაცხადეს გერმანიის საგარეო უწყებაში.

გერმანიის საგარეო პოლიტიკური უწყების განცხადება უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ბოლოდროინდელ ვიზიტებს უკავშირდება, რომელმაც „სამშვიდობო მისიით“ ვიზიტები განახორციელა ჯერ კიევში, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, მერე რუსეთში – პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, ჩინეთში – სი ძინპინს და ბოლოს, გუშინ უნგრეთის პრემიერი ფლორიდაში დონალდ ტრამპს მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში ეწვია.

უნგრეთმა თავმჯდომარეობა პირველი ივლისიდან გადაიბარა და ექვსი თვის განმავლობაში შეინარჩუნებს.