გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ზიგმარ გაბრიელი ოკუპირებულ დონბასში ჩავა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ზიგმარ გაბრიელი უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში, ოკუპირებულ დონბასში ჩავა. ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ზიგმარ გაბრიელი უკრაინის პირველ დიპლომატთან, პაველ კლიმკინთან ნორმანდიულ ოთხეულს შორის მიღწეულ მინსკის შეთანხმებას განიხილავს. ასევე მხარეები იმსჯელებენ გერმანიის როლზე დონბასში კონფლიქტის დასრულებისა და უკრაინის სუვერენიტეტის აღდგენის პროცესზე.
აუდიენციის დღის წესრიგში დგას უკრაინელი პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხზე მსჯელობაც, რომლებიც სასჯელს რუსეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში იხდიან.