გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენ არ ვართ რუსეთისა და აშშ-ის მძევლები, ჩვენ თავისუფალი სამყაროს გარანტორები ვართ
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენ არ ვართ რუსეთისა და აშშ-ის მძევლები, ჩვენ თავისუფალი სამყაროს გარანტორები ვართ

ჩვენ არ ვართ მძევლები არც რუსეთის და არც აშშ-ის, ჩვენ თავისუფალი სამყაროს გარანტორები ვართ, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გერმანიის მიმართ გაკეთებული კომენტარების შემდეგ განაცხადა.

ჰეიკო მაასის თქმით, გერმანიის თავდაცვის ხარჯები 80%-ით გაიზრდება, რაც მასშტაბურად იქნება აღიარებული.

ნატო-ს სამიტის დაწყებისას, გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე დონალდ ტრამპმა თქვა, რომ გერმანია რუსეთის მძევალია, რადგან ბუნებრივ აირში მილიარდობით დოლარს უხდის. აშშ-ის პრეზიდნეტმა ნატოს წევრებს თავდაცვის ხარჯების გაზრდისკენ მოუწოდა.

დონალდ ტრამპმა ანგელა მერკელთან შეხვედრამდე თქვა, რომ გერმანიას რუსეთი აკონტროლებს, რადგან ბერლინი მოსკოვს ბუნებრივ აირში მილიარდობით დოლარს უხდის. აშშ-ის პრეზიდენტი ნატო-ს წევრებს თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდისკენ მოუწოდებს.

ანგელა მერკელმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებას უპასუხა, სადაც აღნიშნა, რომ გერმანია დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს და დამოუკიდებლად აწარმოებს თავის პოლიტიკას.