ანგელა მერკელი - გერმანია დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს და აწარმოებს თავის პოლიტიკას
ანგელა მერკელი - გერმანია დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს და აწარმოებს თავის პოლიტიკას

გერმანია დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს და დამოუკიდებლად აწარმოებს თავის პოლიტიკას, – ასე უპასუხა გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

„ჩვენ გამოვიარეთ პერიოდი, როდესაც გერმანია იყო ოკუპირებული საბჭოთა კავშირის მიერ. მე ამის გამოცდილება მაქვს. ძალიან კარგია, რომ ახლა გერმანიას შეუძლია გადაწყვეტილებები თავად მიიღოს“, – დასძინა მერკელმა.

ტრამპი და მერკელი მოგვიანებით პირისპირ შეხვედრას გამართავენ. შეხვედრის შემდეგ გაკეთდება განცხადებები.

დონალდ ტრამპმა ბრიუსელში ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტროლტენბერგთან შეხვედრაზე გერმანია რუსეთთან დადებული ხელშეკრულებების გამო გააკრიტიკა და რუსეთის მძევალი უწოდა.