გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აშშ-ის არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ვერ გაუმჯობესდება
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აშშ-ის არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ვერ გაუმჯობესდება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ვერ გაუმჯობესდება.

„ყველა, ვისაც ჰგონია, რომ ტრანსატლანტიკური პარტნიორობა დემოკრატი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ ისევ ძველებურად გაგრძელდება, სათანადოდ ვერ აფასებს სტრუქტურულ ცვლილებებს. ტრანსატლანტიკური ურთიერთობები უაღრესად მნიშვნელოვანია, ეს ასე დარჩება და ჩვენ ვმუშაობთ, რათა მას მომავალი ჰქონდეს, თუმცა იმ ფორმით, როგორც ის ახლა არსებობს, ვერც ერთი მხარის მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებს“, – განაცხადა მაასმა ერთ-ერთ გერმანულ სააგენტოსთან საუბრისას.

როგორც „დოიჩე ველე“ აღნიშნავს, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გერმანიას ნატო-ს ბიუჯეტში არასაკმარისი თანხების შეტანის გამო 2017 წლიდან აკრიტიკებს.