გერმანიის რესპუბლიკის საელჩო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
როგორც მისალოც ტექსტშია აღნიშნული, გერმანიის საელჩო საქართველოს უსურვებს მშვიდობასა და უსაფრთხოებას.
„გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გისურვებთ მშვიდობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას!“, – ნათქვამია საელჩოს გვერდზე გავრცელებულ მილოცვაში.