ანგელა მერკელის ნაცვლად გერმანიის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ახალ თავმჯდომარედ ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი აირჩიეს
გერმანიის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ახალ თავმჯდომარედ ანგელა მერკელის ნაცვლად ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
კანცლერ მერკელს, რომელსაც „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ თავმჯდომარის თანამდებობა 18 წლის განმავლობაში ეკავა, ამჯერად კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.
ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი ამ დრომდე პარტიის გენერალური მდივანი იყო.