გერმანიის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ დღეს ანგელა მერკელის ნაცვლად ახალ თავმჯდომარეს აირჩევს
გერმანიის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ დღეს ახალ თავმჯდომარეს აირჩევს, რომელიც პარტიას ანგელა მერკელის ნაცვლად უხელმძღვანელებს. პარტიის ყრილობა ჰამბურგში იმართება.
როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ფავორიტ კანდიდატებად ანგელა მერკელის პროტეჟე ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი და კანცლერის მეტოქე ფრიდრიხ მერცი მიიჩნევიან.
ფრიდრიხ მერცი უფრო მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის მომხრეა. ასევე მიიჩნევს, რომ გერმანიამ, როგორც ევროპის უმსხვილესმა ეკონომიკამ, ევროკავშირში უფრო დიდი წვლილი უნდა შეიტანოს.
ანგელა მერკელმა „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომის შესახებ ოქტომბერში განაცხადა.