გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენში ძლიერი წვიმის გამო განგაშის წითელი ნიშნული გამოცხადდა
გერმანიაში, საფრანგეთის საზღვართან ახლოს, ქალაქ ზაარბრიუკენში ძლიერი წვიმის გამო ხელისუფლებამ განგაშის წითელი ნიშნული გამოცხადდა.
სტიქიის შედეგად დაიტბორა სახლები, ბაღები და სარდაფები.
გერმანიის ზოგიერთ რეგიონში მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ამასთან, ძლიერი წყალდიდობის გამო გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გააუქმა შაბათს ზაარლანდის მხარეში ევროპარლამენტის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრა.