გერმანიის ქალაქ ლიუბეკში თავდასხმის მოწყობაში ბრალდებული წარმოშობით ირანელი მამაკაცია
გერმანიის ქალაქ ლიუბეკში თავდასხმის მოწყობაში ბრალდებული წარმოშობით ირანელი მამაკაცია

გერმანიის ქალაქ ლიუბეკში თავდასხმის მოწყობაში ბრალდებული წარმოშობით ირანელი მამაკაცია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, 34 წლის მამაკაცი წლების განმავლობაში ცხოვრობდა გერმანიაში და მოქალაქეობა ჰქონდა.

ჟურნალისტების ინფორმაციით, გერმანიის პოლიცია მიიჩნევს, რომ თავდამსხმელის მოტივი ტერორიზმი არ ყოფილა.

შეგახსენებთ, ქალაქ ლიუბეკში ერთ-ერთ სამგზავრო ავტობუსში თავდასხმა გუშინ მოხდა. ბოროტმოქმედმა 14 ადამიანი დანით დაჭრა. დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია. თავდამსხმელი დააკავებულია.