გერმანიის პოლიციის ინფორმაციით, ქვეყნის ჩრდილოეთით, ქალაქ ლიუბეკში ავტობუსში მომხდარ თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. თავდამსხმელი დაკავებულია.
Lübecker Nachrichten-ის ინფორმაციით, ინციდენტი ხალხით სავსე ავტობუსში მოხდა. მამაკაცმა ზურგჩანთიდან დანა ამოიღო და მგზავრებს თავს დაესხა. თვითმხილველების თქმით, ის სამზარეულოს დანით იყო შეიარაღებული. მძღოლმა ავტობუსი გააჩერა, რის შემდეგაც, თავდამსხმელმა ის დაჭრა. ავტობუსის მძღოლმა კარის გაღება მოასწრო, რათა მგზავრებს გაქცევა მოეხერხებინათ.
ინციდენტის ადგილთან ახლოს სამართალდამცველები აღმოჩნდნენ, მათ დროულად მოახერხეს თავდამსხმელის დაკავება.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული ირანის მოქალაქეა და 30 წლისაა.