გერმანიის ქალაქ კემნიცში რასიზმის წინააღმდეგ კონცერტი გაიმართა. ღონისძიებას, რომელიც ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს მიეძღვნა, ათობით ათასი პირი დაესწრო.
სოლიდარობის კონცერტი წუთიერი დუმილით დაიწყო. შეკრებილებმა სირიელი და ერაყელი ლტოლვილების მიერ მოკლულ 35 წლის მამაკაცის ხსოვნას პატივი მიაგეს.
ორგანიზატორების თქმით, კონცერტის საშუალებით, ასევე სოლიდარობა გამოუცხადეს ყველა იმ პირს, რომლებიც ბოლო პერიოდში ნეონაცისტების მხრიდან თავდასხმის ობიექტი გახდა. სოლიდარობის მასშტაბურ აქციას ადგილობრივებთან ერთად მეზობელი დრეზდენიდან და ლაიფციგიდან ჩასული ასობით პირიც დაესწრო, სადაც ულტრამემარჯვენე ჯგუფების მხარდაჭერა საკმაოდ დიდია.
ქალაქ კემნიცში კონცერტამდე ერთი დღით ადრე გერმანიის იუსტიციის მინისტრმა, ჰეიკო მაასმა განაცხადა, რომ დროა გერმანიის საზოგადოებამ ანტიიმიგრაციული ძალადობის წინააღმდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით ხმა აიმაღლოს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში განაცხადა.
ერთი კვირის წინ გერმანიის ქალაქ კემნიცში ფიზიკური დაპირისპირების დროს თავშესაფრის ორმა მაძიელებმა გერმანიის მოქალაქე, 35 წლის მამაკაცი მოკლა. რასაც ქალაქში მასშტაბური კონტრაქციები მოჰყვა. მიგრანტების საწინააღმდეგო დემონსტრაციას ულტრამემარჯვენე და ნეონაცისტური ჯგუფებიც ესწრებოდნენ.