გერმანიის პრეზიდენტმა „ბიონტექის“ მეცნიერები ვაქცინის შექმნისთვის დააჯილდოვა
გერმანიის პრეზიდენტმა „ბიონტექის“ მეცნიერები ვაქცინის შექმნისთვის დააჯილდოვა

გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გერმანიის წინაშე დამსახურებისთვის ბიოტექნოლოგიური კომპანიის „ბიონტექის“ დამფუძნებლები, მეცნიერები უგურ შაჰინი და ოზლემ ტურეჯი დააჯილდოვა.

გერმანიის უმაღლესი ჯილდო მეცნიერ წყვილს კორონავირუსის პანდემიის შეკავებაში შეტანილი გადამწყვეტი წვლილისთვის გადაეცათ.

როგორც შტაინმაირმა ბერლინში ბელვიუს რეზიდენციაში გამართულ ცერემონიაზე განაცხადა, უგურ შაჰინი და ოზლემ ტურეჩი გამოჩენილი მეცნიერები და თამამი მეწარმეები არიან.

„თქვენი რევოლუციური აღმოჩენა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაში გვეხმარება, იცავს ხალხს გაკოტრებისგან, ის უზრუნველყოფს საზოგადოების, ეკონომიკისა და კულტურის გადარჩენას“, – განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.

2020 წლის ნოემბერში „ბიონტექმა“ და მისმა პარტნიორმა ამერიკულმა კომპანია „ფაიზერმა“ მრავალთვიანი კლინიკური ცდების შედეგებზე დაყრდობით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 90-პროცენტიანი ეფექტიანობის შესახებ განაცხადეს.