გერმანიის პოლიციამ დააკავა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრის თანაშემწე, რომელიც ევროპარლამენტში მუშაობდა, მას ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა ედება ბრალად
გერმანიის პოლიციამ დააკავა პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრის, მაქსიმილიან კრაჰის თანაშემწე, რომელიც ევროპარლამენტში მუშაობდა. მას ბრალად ედება ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა.
გერმანიის პროკურატურაში განაცხადეს, რომ ჯიან გ. ჩინეთის საიდუმლო სამსახურისთვის მუშაობდა და რეგულარულად აწვდიდა მათ ევროპარლამენტში გამართული მოლაპარაკებებისა და გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციას.
მომხდარის გამო გერმანიის „მწვანეთა პარტიამ“ გამოძიების ჩატარება ბრიუსელსაც მოსთხოვა.
„ავტოკრატები, როგორებიც არიან ჩინეთი და რუსეთი, აქტიურად ცდილობენ, შეარყიონ ჩვენი დემოკრატიები ევროპაში. ეს უნდა შევაჩეროთ. ევროპარლამენტის შიგნით გამოძიება უნდა დაჩქარდეს“, – განაცხადა „მწვანეთა პარტიის“ წევრმა, ტერი რეინტკემ.